პრემიერთან შეხვედრის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის წარმოქმნილი დაპირისპირების და ამ ორი პარტიის შემდგომი ურთიერთობის თაობაზე განმარტებები არ გაუკეთებია.
"ამ თემაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ამ თემაზე პრემიერი თავად ისაუბრებს, როცა ის საჭიროდ ჩათვლის", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
მან ხაზგასმით მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რომ "რესპუბლიკური პარტია" პარტია "ქართულ ოცნებასთან" უფრო მჭიდრო ურთიერთობას აპირებს. უსუფაშვილის მტკიცებით, პროცესები ამ მიმართულებით წავა და არა პირიქით.