საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს გააცნობს სამთავრობო პროექტებს, ახალ ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს, მოისმენს მათ პრობლემებს და უპასუხებს შეკითხვებს.
შეხვედრა ხვალ, 14.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება.