მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა 21.00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დანიშნულ დროს ადმინისტრაციაში მხოლოდ ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მივიდნენ. თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა კი დაახლოებით 10 წუთით დაიგვიანეს.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა. კოალიციაში, ”რესპუბლიკელებსა” და ”მრეწველებს” შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას პრემიერ მინისტრი სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.