დონალდ ტუსკი მიგრანტებს – ნუ ჩამოხვალთ ევროპაში

დონალდ ტუსკი მიგრანტებს – ნუ ჩამოხვალთ ევროპაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიგრანტებს მოუწოდებს, ევროპაში არ ჩავიდნენ. როგორც euronews.ge აღნიშნავს, ამის შესახებ ტუსკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს. 
"ნუ ჩამოხვალთ ევროპაში, ნუ დაუჯერებთ ტრეფიკიორებს, არც ერთი ევროპული ქვეყანა არ იქნება სატრანზიტო," – მიმართავს ტუსკი მიგრანტებს.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საბერძნეთს და ამბობს, რომ "ევროკავშირი საბერძნეთს არ მიატოვებს".

"მე მივესალმები 700 მილიონიანი დახმარების პაკეტს", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტუსკი "ტვიტერში" მიგრანტებისადმი მოწოდების გაკეთებამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შეხვდა.