"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების შემთხვევაში, კოალიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალას ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. ზურაბ აბაშიძემ ამის შესახებ ჟგანაცხადა ურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ, რომ "რესპუბლიკური პარტია" დატოვებს კოალიციის შემადგენლობას.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციაში დარჩეს.
"ნამდვილად არ ვიცი კოალიციის შიგნით რა ხდება, გარდა იმისა, რასაც ვისმენთ და ვუყურებთ. მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერი პარტიას, გარდა პარტია "ქართული ოცნებისა", ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვაც კი.
აქედან გამომდინარე ინტერესი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალებისა იქნება ის, რომ დარჩნენ კოალიციის შიგნით. დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამორიუცხულია, რომ რომელიმე მათგანმა წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.