პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 21:00 საათზე დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრება.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით, თინათინ ხიდაშელს და "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს შეხვდება.
შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.