სტამბოლის გარეუბანში პოლიციის შენობას ჭურვი ესროლეს

სტამბოლის გარეუბანში პოლიციის შენობას ჭურვი ესროლეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლის გარეუბანში უცნობმა პირებმა პოლიციის შენობას ჭურვი ესროლეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. 
მომხდარის შედეგად დაშავდა თავად ერთ-ერთი თავდამხმელი, სხვა მსხვერპლი არ ყოფილა. გავრცელებული ცნობით, თავდასმხმელები ორი ქალი იყო, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდათ. პოლიციამ ისინი დააკავა. 
მომხდარის გამო გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები. ახლოს მდებარე სახლებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.