ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან მხოლოდ რუსეთს სურს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან მხოლოდ რუსეთს სურს

ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან მხოლოდ რუსეთს სურს, - euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ფილიპ ჰემონდმა "ჩეთემ ჰაუსში" გამოსვლისას, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიის პრეზენტაციისას განაცხადა.

"არც ერთ ჩვენს მოკავშირეს, არც აშშ-ს, არც ავსტრალიას, არც ზელანდიას, არც კანადას, არც სხვას არ სურს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. სიმართლე რომ ითქვას, ერთადერთი ვისაც ეს სურს, არის რუსეთი. ამით ყველაფერია ნათქვამი", - განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.

გარდა ამისა, მან "ბიბისის" რადიოსთან ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა ბრიტანეთის გასვლის მომხრეთა კამპანია: - "ისინი გვთავაზობენ მხოლოდ ევროკავშირის დატოვებას, მაგრამ არაფერს ამბობენ შედეგებზე, არც შემოთავაზებები აქვთ ალტერნატიული, არანაირი დეტალები, პრაქტიკულად არაფერს გვათავაზობენ სანაცვლოდ", - აღნიშნა მან.