გოგი თოფაძე - პრემიერ-მინისტრი ასე უნდა იქცეოდეს

გოგი თოფაძე - პრემიერ-მინისტრი ასე უნდა იქცეოდეს

პრემიერმა ძალიან დელიკატური და ობიექტური განცხადება გააკეთა, - ასე ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას მისი ერთ-ერთი ადრესატი, "მრეწველთა" ლიდერი გოგი თოფაძე. 
როგორც თოფაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "პრემიერ-მინისტრი ასე უნდა იქცეოდეს".
"ამ დღეებში პოლიტსაბჭოზე შევიკრიბებით და დანარჩენ თემებზე შემდეგ ვილაპარაკოთ", - განაცხადა თოფაძემ.
პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.