"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვერის შემდეგ გახდება ცნობილი რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, პრემიერის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

პრემიერთან დანიშნული შეხვედრის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აცნობა.

"რესპუბლიკური პარტიის" წინადადებით დღეს უკვე დაინიშნა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მოულოდნელად გართულებულ პოლიტიკურ ვითარებაში მეტი სიცხადის შესატანად და გასარკვევად შეხვედრა უკვე ჩანიშულია. პრემიერს პარტიის უფლებამოსილი პირები შეხვდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ კონკრეტულ კომენტარებს. ამ ეტაპისათვის შეხვედრას ველოდებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხათუნა სამნიძემ.

სამნიძე გიორგი კვირიკაშვილთან დანიშნული შეხვედრის დროსა და ადგილს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ შეხვედრა დღეს შედგება.