პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები

პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები

პრემიერ მინისტრის განცხდებას – პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ვეთანხმები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "მრეწველთა" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.

უფრო კონკრეტულად, ტყემალაძის განმარტებით, ეთანხმება პრემიერის სულისკვეთებას და პათოსს, რომ საკითხები კოალიციის პოლიტსაბჭოს ფარგლებში უნდა იხილებოდეს.

"მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის განცხადების პათოსს. ვეთანხმები სულისკვეთებას, რომ საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოს ფარგლებში უნდა იხილებოდეს. ვეთანხმები იმაშიც, რომ თუკი რაღაც მიუღებელი გაგრძელდება, მას უფლება ექნება, გადაწყვეტილებები მიიღოს. აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ტყემალაძემ, რომელმაც "პრემიერის განცხადების ნიუანსებზე" გამოხმაურება არ ისურვა.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.