6 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

6 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

6 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, 4-5 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 18-23 გრადუსის ფარგლებში.

6 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დასავლეთის ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მ იქნება. შედეგად, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23 გრადუსიდან 15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთოვს, კერძოდ, გუდაურში. მესტიაში თოვლჭყაპი იქნება. ბაკურიანში იწვიმებს.

7 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. მზიან ამინდს სინოპტიკოსები საქართველოში 11 მარტის ჩათვლით პროგნოზირებენ.