გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს მომავლისთვის მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს მომავლისთვის მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები

საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

პრემიერის განცხადებით, "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს.

"სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე.
დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.