გიორგი კვირიკაშვილი პარტნიორებს მოუწოდებს, სადავო საკითხი კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს

გიორგი კვირიკაშვილი პარტნიორებს მოუწოდებს, სადავო საკითხი კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილი ამბობს, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
პრემიერი "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის გაჩენილ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. კვირიკაშვილის შეფასებით, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო.