დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების შედეგად ხუთი კორპუსი დაიტბორა

დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების შედეგად ხუთი კორპუსი დაიტბორა

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. 
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა. ამ მომენტისთვის წყალი დაკეტილია. 
"შემთხვევის შედეგად 4 კორპუსი დაიტბორა. წყალმა გრუნტის მოძრაობა გამოიწვია, რის შედეგადაც 8-10 მანქანა დაზიანდა", - განაცხადა გელაშვილმა.
ადგილზე საავარიო ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. 
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს.