ევროპარლამენტმა და უკრაინის რადამ შეთანხმება გააფორმეს

ევროპარლამენტმა და უკრაინის რადამ შეთანხმება გააფორმეს

ევროპარლამენტში უკრაინის დღეების დასასრულს, ევროპარლამენტისა და უკრაინის რადას წევრებმა "ადმინისტრაციული თანამშრომლობის შეთანხმება" გააფორმეს. 

როგორც euronews.ge წერს, შეთანხმება პარლამენტებს შორის ინტენსიფიცირებულ თანამშრომლობასა და დახმარებას ითვალისწინებს. 
მსგავსი შეთანხმება თავისი არსით პირველია და ევროპარლამენტს მსგავსი ჯერ არც ერთ ქვეყანასთან არ გაუფორმებია.

"ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც შეხვედრების დასასრულს გამოცხადდა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას უკრაინასთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რაც შეიძლება სწრაფად წარმოუდგინოს პარლამენტსა და ევროპულ საბჭოს", - წერს euronews.ge.