2016 წელს პენტაგონი რუსეთის სამხედრო აქტიურობის მაღალ დონეს პროგნოზირებს. ამის შესახებ ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენაზე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ვინსენთ სთიუართმა განაცხადა.
"რუსეთი სამხედრო აქტიურობას ისტორიულ დონეზე ახორციელებს. ეს ეხება სირიაში ოპერაციის განხორციელებას, უკრაინის მოვლენებში მუდმივ მონაწილეობას და არკტიკაში სამხდრო ყოფნის გაძლიერებას", - აღნიშნა სთიუართმა.
მისივე თქმით, საუბარია ასევე, რუსეთის საქმიანობაზე კოსმოსურ და კიბერსფეროებში. "გასულ წელს რუსეთი აქტიურად ატარებდა სამხედრო სწავლებებს და აგრესიულ ნაბიჯებს დგამდა თავისი შეიარაღების განსავითარებლად. ვიმედოვნებთ, აქტიურობის ასეთი მაღალი დონე 2016 წელსაც შენარჩუნდება", - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.