ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს უმასპინძლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
"დღეს ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია II-მ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.