რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვას ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატი და ექიმი ესწრებიან.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. ამ დრომდე ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მისი რეანიმაციაში ყოფნის გამო ვერ ხერხდებოდა.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.