პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს

 დღეს, საოლქო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციები გაიმართა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში სადაც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კონფერენციები გახსნეს.

დღესვე შეხვედრა გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტში სადაც ასევე კონფერენციის შედეგად აირჩევენ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს და პარტიის ყრილობის დელეგატებს. საოლქო ორგანიზაციების კონფერენციებმა თითქმის უკვე მთელი საქართელო მოიცვა . ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით მარტის თვის ბოლოს დასრულდება.

,,ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიმყოფებით, ჩავატარეთ ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრა. პარტიას წინასაარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი განწყობაა მოსახლეობაში, საზოგადოება დიდი იმედით არის განწყობილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას ეს იმედი გავუმართლოთ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.