ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში. იგი ასევე შეხვდება ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსს.