თამაზ მეჭიაური - მორალურად, მხოლოდ იმ კაცს შეუძლია ვინმეს მიუთითოს დატოვოს პარლამენტი, ვინც ისინი გაიყვანა

თამაზ მეჭიაური - მორალურად, მხოლოდ იმ კაცს შეუძლია ვინმეს მიუთითოს დატოვოს პარლამენტი, ვინც ისინი გაიყვანა

პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გოგი თოფაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მხოლოდ ერთ კაცს აქვს უფლება მიუთითოს სხვებს დატოვოს პარლამენტი. 
,,იურიდიულად მგონი არავის არ აქვს უფლება სხვისთვის მანდატის ჩამორთმევის, გარდა მთლიანად პარლამენტისა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს, რომ დატოვოს პარლამენტი. ეს ის კაცია ვინც ისინი გაიყვანა", - განაცხადა მეჭიაურმა. 

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, გოგი თოფაძე "ქართულ ოცნებაში" "გინდ ყოფილა, გინდ - არა". როგორ ხიდაშელმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, თოფაძე პოლიტიკური წონის თვალსაზრისით არანაირი გადაწყვეტილების მიმღები ძალის მატარებელი არ არის.

"მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არც ერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია. ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა ხიდაშელმა და კითხვაზე - "ანუ გინდ ყოფილა გინდ არა?!", დასძინა: "პოლიტიკრი წონის თვალსაზრისით ნამდვილად ასეა".