ზაზა ხატიაშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს გაყალბებაში ადანაშაულებს

ზაზა ხატიაშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს გაყალბებაში ადანაშაულებს

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე" ზაზა ხატიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს სასამართლო გადაწყვეტილებების გაყალბებაში ადანაშაულებს. 

როგორც ხატიაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილებების გაყალბების გამო, მიქაუტაძის წინააღმდეგ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი თვის წინ განცხადებებიც აქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, ხატიაშვილის თქმით, მიქაუტაძის ამ თანამდებობაზე წარდგენა ამაზრზენი ფაქტია. 

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელმა საბჭომ ერთ-ერთ პროკურორს, რობერტ გრიგალაშვილს გასული წლის 24 მარტს უარი უთხრა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე, რომელიც 3 აპრილს წერილობით ეცნობა. მისი მხრიდან გასაჩივრდა წერილი და არა გადაწყვეტილება, რაც შეცდომაა. 

მიუხედავად ამისა, მიქაუტაძემ ბათილად ცნო წერილი და გამოაქვეყნა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა წერილის ბათილად ცნობის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილებაში, რომელიც გადმოგვცა შეცვლილი ჰქონდა სარეზოლუციო ნაწილი და ჩაწერა, რომ ბათილად ცნო 24 მარტის გადაწყვეტილება. ეს სისხლის სამართლის დანაშაული და გადაწყვეტილებების გაყალბებაა", - განაცხადა ხატიაშვილმა, რომელმაც დღეს მისი ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარადგინა.

მისივე განცხადებით, ასეთივე დანაშაულებების გამო სხვა მოსამართლეთა დისციპლინური დევნა ხდება, ხოლო მიქაუტაძის შემთხვევაში დაწინაურების საფუძველი აღმოჩნდა.