ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პრიზიორ მოჭიდავეებს შეხვდა. თბილისში გამართულ ვლადიმერ მაისურაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 7 ოზურგეთელი სპორტსმენი წარმოადგენდა. ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ამ შედეგით ახალგაზრდა მოჭიდავეები ოზურგეთს დაუბრუნდნენ. 100 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოქროს მედალი საბა ცეცხლაძეს, 55 კილოგრამიან წონით კატეგორიაში - ირაკლი ძიმისტარიშვილს, ხოლო ბრინჯაო ლუკა ზაქარიაძეს შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა. „ გულწრფელად მიხარია ოზურგეთელი სპორტსმენების ასეთი წარმატება. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს ალექსანდრე ბოლქვაძეს და ბექა ჩოფლიანს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათ შესაფერისი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და ყველა ეტაპზე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ,“ - აღნიშნა გამგებელმა. ოზურგეთელი მოჭიდავეები საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან.