ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო ყველაზე წარმატებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო ყველაზე წარმატებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ გარსია საქართველოში ვიზიტით კმაყოფილია. როგორც euronews.ge ესპანურ სააგენტო EFE-ზე დაყრდნობით წერს, ხოსე მანუელ გარსიას თქმით, საქართველო ყველაზე წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

მისივე განმარტებით, საქართველო გადის ღრმა რეფორმების კურსს, რის ფარგლებშიც 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

"ქვეყნისათვის 2 მთავარი პრიორიტეტული საკითხი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის მიღწევა და ნატოში ინტეგრაციაა... მინისტრმა გარსიამ დაადასტურა, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ამ გამოწვევებში", - წერს სააგენტო