ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასფლაო გაიხსნება

ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასფლაო გაიხსნება

ადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა ზურაბ ტაბიძემ განუცხადა, გადაწყდა, რომ ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასფლაო გაიხსნება.
"მოლარაკება გაიმართა და შეთანხმებაც შედგა. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც ადიგენში მუსლიმებისთვის და ქრისტიანებისთვის საერთო სასაფლაო გაიხსნება და ცალკე მათი სასაფლაო არ გაიხსნება", - განაცახდა ზურაბ ტაბიძემ. 
რაც შეეხება ადიგენში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, მისი თქმით, სოფელში სიმშვიდეა. ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები.
დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.