დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, "საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო მატარებელი დაეჯახა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.