აშშ-ში ე.წ. სუპერსამშაბათის შედეგები ცნობილია. დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპმა შტატების უმრავლესობაში გამარჯვება მოიპოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება, ერთმანეთს დიდი ალბათობით სწორედ კლინტონი და ტრამპი დაუპირისპირდებიან.
"სიენენის" ცნობით, ორივე მათგანმა გუშინ 7 შტატში სძლიეს კონკურენტებს. ტეხასსა და ოკლაჰომაში დონალდ ტრამპი მისმა კონკურენტმა ტედ კრუზმა დაამარცხა. მინესოტაში კი მარკო რუბიომ სძლია მილიარდერ კანდიდატს.
რაც შეეხება კლინტონს, იგი ბერნი სანდერსმა ოთხ შტატში დაამარცხა.
ე.წ. სუპერსამშაბათი - პრაიმერისები და კოკუსები გუშინ 11 შტატში ჩატარდა. 50 შტატიდან უმრავლესობაში შიდაპარტიული არჩევნები უკვე დასრულებულია, დარჩენილ შტატებში კი შიდაპარტიული შეჯიბრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარდება, რის შემდეგაც ორივე პარტია პრეზიდენტობის კანდიდატებს ოფიციალურად რამდენიმე თვეში წარადგენს.