ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო, რომ მათი პარტია ოპოზიციაში წასულიყო.
"ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა - ვინ წავა", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.