რიკარდ ჯოზვიაკი - ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერელიზაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივას მარტში წარადგენს

რიკარდ ჯოზვიაკი - ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერელიზაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივას მარტში წარადგენს

ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის ვიზალიბერელიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მარტში მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტ რიკარდ ჯოზვიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რიკარდ ჯოზვიაკი აცხადებს, აღნიშნულს მას რამდენიმე წყარო უდასტურებს. "მე მყავს რამდენიმე წყარო, რომელიც მიდასტურებს, რომ კომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოსთვის წინადადების წარსადგენად ემზადება. ჩემი ინფორმაციით, ეს მომავალ ან მის მომდევნო კვირას მოხდება, მარტის დასაწყისში. როგორც ჩანს, უკრაინა და საქართველო ამ საკითხში განცალკევდება", - განაცხადა ჯოზვიაკმა.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, ეს იქნება ორი განსხვავებული საკანონმდებლო ინიციტივა. 

"ამის შემდეგ ევროპარლამენტი აღნიშნულ საკითხს განიხილავს და ევროკავშირის საბჭოზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით ძალაში შევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - აცხადებს ბაქრაძე