"რუსთავი 2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა

"რუსთავი 2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ჯერჯერობით უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია როდის გამოაცხადებს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას და ცნობს თუ არა არაკონსტიტუციურად იმ მუხლებს, რომელთა საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დაუყოვნებლივი აღსრულებისა და დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს მოსამართლეებმა მოსარჩელე მხარეს, "რუსთავი 2"-ის იურისტის დიმიტრი საძაგლიშვილის გამოსვლას მოუსმინეს, რომლის განმარტებითაც, სადავო ნორმები ერთი მხარის ინტერესებს ითვალისწინებს, მეორე მხარის ინტერსებს კი ტოვებს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გარეშე. მისივე თქმით, ნებისმიერი კერძო სამართლის სუბიექტების ინტერესების დასაცავად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას განმარტებით კი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, სადავოდ გამხდარი ნორმები საქართველოს კანონმდელობის ჩარჩოშია. 

აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ორი ნორმა, ერთი შეეხება დაუყოვნებლივ აღსრულებას, ხოლო მეორე დროებითი მმართველის დანიშვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.