მეკობრეების მიერ ერთი თვის წინ დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

მეკობრეების მიერ ერთი თვის წინ დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

მეკობრეების მიერ ერთი თვის წინ დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გატაცების მომენტიდან გათავისუფლებამდე ეკონომიკის სამინისტრო, "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო" და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი გემთმფლობელ კომპანიასთან, ნიგერიისა და ბენინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესებში.

გატარებული ღონისძიებების შედეგად 22 თებერვალს გატაცებული მეზღვაურები მშვიდობიანად გაათავისუფლეს და ქართველი მეზღვაური საქართველოში რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

როგორც ცნობილია, იანვრის ბოლოს, ნიგერიის მახლობლად, გვინეის ყურეში მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერს "ლეონ დიას". თავდამსხმელებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი იყო.