აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ხიკმეთ გაჯიევის განცხადებით, ამის მიზეზი რუსეთისა და სომხეთის იარაღთან დაკავშირებული გარიგებაა.

მისი თქმით, ერევნის მიერ შეძენილი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მთიან ყარაბაღში დისლოცირდება. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება არ უწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას.

ამასთან დაკავშირებით, ბაქო მოსკოვისგან გარანტიებს ელოდება, რომ ერევნისთვის მიყიდული ტექნიკა მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ არ განთავსდება.

18 თებერვალს, რუსეთმა სომხეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც იარაღის შესაძენად 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ათწლიანი კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს