პენტაგონი რუსეთზე ზეწოლის გაზრდის ინიციატივით გამოდის

პენტაგონი რუსეთზე ზეწოლის გაზრდის ინიციატივით გამოდის

პენტაგონის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და აშშ-ს გაერთიანებული შტაბი მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების და გადამწყვეტი ზომების მიღების ინიციატივით გამოდის.

ამასთან, როგორც euronews.ge წერს, პენტაგონის მეთაურმა ეშტონ კარტერმა, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვის ქმედებებს მწვავე შეფასება მისცეს.

"ზეწოლის გამკაცრების ერთ-ერთ ვარიანტში სირიის მხარდაჭერა იგულისმხება, რათა მოხერხდეს მისი დაცვა მოსკოვის საჰაერო დარტყმებისაგან. მეორე ვარიანტად კი ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება განიხილება", - წერს სააგენტო.

ამასთან, euronews.ge „Wall Street Journal“-ზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმასაც, რომ აღნიშნული მაღალჩინოსნები რუსეთის მიერ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვაში დარწმუნებულნი არ არიან.

გამოცემა მიიჩნევს, რომ კარტერის, ბრენანისა და დანფორდის პოზიციამ მოსკოვთან მიმართებაში შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეზიდენტ ობამაზე, რათა მან გადამწყვეტი ზომები მიიღოს.