ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელის ეკა ბესელიას შეფასებით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე გამოთქმული მოსაზრება, საინტერესოა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამით საკუთარ შესაძლებლობებზე გადამეტებულ წარმოდგენებს, პასუხი გაეცემა.
"ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურ ფორმატში ვგეგმავთ. ჯერჯერობით მოცემულობა ეს არის, მაგრამ საინტერესოა ფორმულა, როცა ექსპერტები ამბობენ, რომ კოალიციის თითოეულმა სუბიექტმა დამოუკიდებლად სცადოს ბედი და მოიპოვოს ამომრჩევლის ნდობა. ეს გადამეტებული წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე, მე ვფიქრობ, პასუხგაცემული იქნება. არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ ესეც საინტერესო სვლაა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.