ფოთის სხვადასხვა უბანში დახურული სანიაღვრე არხების მოწესრიგება დაიწყო. სამუშაოებს ტენედერში გამოვლენილი კომპანია ახორციელებს. პროცესი დღეს ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ და ფოთის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ დაათვალიერეს.
როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადეს, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის 22 ტერიტორიაზე, უხვი ნალექის დროს დატბორვის საშიშროება არ იქნება.
დახურული სანიაღვრე არხების მოწესრიგებისათვის ფოთის მუნიციპალიტეტი 105 ათას ლარს ხარჯავს. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.