ნინო გოგუაძე - სისტემამ, რომელმაც ახვლედიანი განდევნა, შეიძლება გვენეტაძე მოინელოს

ნინო გოგუაძე - სისტემამ, რომელმაც ახვლედიანი განდევნა, შეიძლება გვენეტაძე მოინელოს

თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება გვენეტაძე მოინელოს სისტემამ, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, ნინო გოგუაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" მიერ ნინო გვენეტაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან გვენეტაძის კანდიდატურა ღია, გამჭვირვალე შერჩევის წესით პრეზიდენტმა წარადგინა და კანდიდატურა არასამთავრობოების მიერ იყო მოწონებული. 

"დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს შეშფოთების საგანი ნამდვილად გვქონდა, რადგან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არ გვესიამოვნა მურუსიძის გვერდით მდგარი ნინო გვენეტაძის ყურება. თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება გვენეტაძე მოინელოს სისტემამ", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.