მამუკა ახვლედიანი - სასამართლო, ფაქტობრივად, სამინისტროდ გადაიქცა

მამუკა ახვლედიანი - სასამართლო, ფაქტობრივად, სამინისტროდ გადაიქცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე საუბრობს. 
როგორც მამუკა ახვლედიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, მმართველობის ამ ფორმის შედეგად, ფაქტობრივად, სასამართლო სამინისტროდ გადაიქცა.

"ნამდვილად არ მინდა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ვისაუბრო. კლანს დავარქმევთ თუ ჯგუფს, რა თქმა უნდა, არის და ეს კლანი გარკვეული წლებია უკვე სასამართლო სისტემაშია. ისინი ახორციელებენ სასამართლო სისტემაში მენეჯმენტს. მმართველობის ამ ფორმის შედეგად, ფაქტობრივად, სასამართლო გადაიქცა სამინისტროდ. პირდაპირ დაქვემდებარებულ ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც ზემდგომი ინსტანციებიდან ქვემდგომი ინსტანციების დონეზე სწორედ ამ კლანური მმართველობის მეშვეობით იმართება. ბევრი პრობლემის სათავე არის აქ, როდესაც ამ ტიპის მმართველობა ხდება", - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.