იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრზე 2015 წელს 117 500 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრზე 2015 წელს 117 500 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრზე 2015 წელს 117 500 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ინფორმაცია გამოითხოვა. საბჭოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრზე 117 500 ლარის პრემია გაიცა, თანამდებობრივმა სარგომ კი, 300 000 ლარი შეადგინა. ამავე ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს, მოსამართლე წევრებზე პრემია არ გაცემულა, თუმცა დანამატმა 75 026 ლარი შეადგინა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ვხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების დევნის მეტს არაფერს აკეთებენ, სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ, ხელფასის სახით თვეში 5 000 ლარს, პრემიის სახით კი, ყოველ თვე დაახლოებით 2 000 ლარს იღებენ. ეს არის კატასტროფული ფაქტი. ადამიანებს აქვთ 7 000 ლარი, მინისტრებზე მაღალი ხელფასი. ისინი არიან გაერთიანებული, შეკავშირებული როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი სკამები და დამალონ ის სავარაუდო დანაშაული, რასაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის" თავმჯდომარე ამ კონტექსტში პრემიერისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იხსენებს ქამრების შემოჭერის, სახსრების დაზოგვისა და პრემიების გაცემის წესის გადახედვის შესახებ. მისივე ინფორმაციით, პრემიების გაცემა ლევან მურუსიძის ხელმოწერით ხდება.