რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის დეფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას დაავალა, დროულად დაასრულოს სამუშაოები იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესაძლებლობას მისცემს. "აფსნი.რუ"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ესენი, ძირითადად, პენსიონერები არიან, რომლებიც ამით რუსეთის საპენსიო უზრუნველყოფის საშუალებას მიიღებენ", - განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბა-პუტინის შეხვედრა მოსკოვში 18 თებერვალს გაიმართა.