ახლა სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის დროს

ახლა სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის დროს

სასამართლოში მიმდინარეობს ძალიან რთული და გულდასაწყვეტი - მოსამართლეების გაკონტროლების პროცესი. ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ახლა სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მაშინ, როცა ადეიშვილმა გადაწყვიტა მთელი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მურუსიძე აგრძელებს მუშაობას სააპელაციო სასამართლოში და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მის გვერდით დავინახე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. ისინი ერთობლივად აგრძელებენ ზეწოლას და კონტროლს სასამართლოზე. მე მგონია, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, "ქართულ ოცნებას" კი ეს პოლიტიკური ნება არ აქვს, იმისათვის რომ სასამართლო იყოს თავისუფალი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ეს საქმე "თავისუფალმა დემოკრატებმა" თავის თავზე უნდა აიღონ.