წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. საქართველოს დელეგაციასა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესიგამოხატეს. მათივე ინფორმაციით, უკვე გადაწყდა საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა.