საპარლამენტო დელეგაცია ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიემგზავრება 25-26 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-15 სესია გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, 57 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას გამართავენ და მოხსენებებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები, ეუთო-ს სივრცეში მიგრანტთა და ლტოლვითა კრიზისსა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაძლიერების საკითხზე სპეციალურ დებატებს გამართავენ.

ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის განსახილველ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის განსახილველ თემებზე, იდეებსა და მიმართულებებზე გამახვილდება.

25-ე ყოველწლიურ სესიას, 1-5 ივლისს, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი უმასპინძლებს, რომლის მუშაობაშიც 57 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტიდან თედო ჯაფარიძე, გიორგი წერეთელი, გიორგი ვოლსკი და ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან.