ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და ბიზნესმენი პეტრ ოფიცეროვი მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 8 ათასი ევრო უნდა მიიღონ.
სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ასევე უნდა გადაიხადოს 48 და 22 ათასი ევრო, რომელიც დაზარალებულმა მხარემ სტრასბურგში სარჩელის შეტანაზე დახარჯა.
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით, 2013 წელს ე.წ. კიროვლესის საქმის სასამართლო განხილვისას, ნავალნისა და ოფიცეროვის უფლებები დაირღვა.