ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო ხორვატიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ქალს ხორვატიაში ბინადრობის დოკუმენტის მიღების უფლება არ მიეცა.
როგორც euronews.geე Human Rights Watch"-ზე დაყრდნობით წერს, სასამართლომ "პაჟიჩი ხორვატიის წინააღმდეგ" საქმე განიხილა და დაასკვნა, რომ ხორვატიამ დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-14-ე (დისკმინაციის აკრძალვა) და მე-8 სტატია (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
"ხორვატიის წინააღმდეგ სარჩელი ბოსნია და ჰერცოგოვინას მოქალაქემ დანკა პაჟიჩმა შეიტანა, რომელსაც ხორვატიაში მცხოვრებ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და ოჯახის გაერთიანება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
პაჟიჩი დაზარალებულ მხარედ გამოცხადდა იმის გამო, რომ ხორვატიაში მოქმედი კანონი უცხოელთა შესახებ, ოჯახის გაერთიანების მიზნით უცხოელისთვის ბინადრობის დოკუმენტის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ოჯახი ერთსქესიანი წყვილისგან არ შედგება.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორვატიამ დანკა პაჟიჩს 16 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს", - წერს euronews.ge.