ჩეხეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს მილან შტეხს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას სენატის თავმჯდომარის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ჩეხეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.