ნიდერლანდებში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ ქვეყნის ევროკავშირში ყოფნის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

ნიდერლანდებში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ ქვეყნის ევროკავშირში ყოფნის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

ნიდერლანდებში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ ქვეყნის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შესაბამისი კვლევა ჰოლანდიურმა სოციოლოგიურმა კომპანია "Maurice de Hond"-მა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.

გარდა ამისა, რეფერენდუმი დღეს რომ ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 44% ევროკავშირში დარჩენას დაუჭერდა მხარს, 43% კი ამის წინააღმდეგი იქნებოდა.