დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება უმსხვილესმა ბრიტანულმა კომპანიებმა გააკეთეს.
ერთობლივი მიმართვა გამოცემა "თაიმსში" გამოქვეყნდა, წერილს ბრიტანული ბიზნესის 198 წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.
ბრიტანელი ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი შეღავათების მიღება შეძლო.
"ბიზნესი ითხოვს შეუზღუდავ წვდომას 500-მილიონიან ევროპულ ბაზარზე, რათა გაგრძელდეს ზრდა, განვითარება და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.