"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, დაკავებულები ტერორისტული დაჯგუფებისთვის ახალი წევრების გადაბირებას ახორციელებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ესპანეთში ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა პირი დააკავეს. გასულ წელს კი 100-ზე მეტი პირი დაკავეს.