გერმანია საემიგრაციო კრიზისში რუსული მედიის როლის გამოძიებას იწყებს. როგორც euronews.ge წერს, შესაბამისი საკითხის გამოძიება გერმანიის კონტრდაზვერვის სააგენტოს დაევალა.
მათივე განმარტებით, გერმანიაში მიიჩნევენ, რომ პრორუსული საინფორმაციო წყაროები უმეტესად "საგანგაშო" და "დაუსაბუთებელ" ინფორმაციებს ავრცელებენ გერმანიაში ლტოლვილთა ნაკადის გაზრდისა და აღნიშნულთან მიმართებაში თავად გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პოლიტიკის შესახებ.
გარდა ამისა, euronews.ge-ს ინფორმაციით, გერმანიის კონტრდაზვერვის სააგენტომ უნდა დაადგინოს ისიც, თუ რა როლი აქვს ვლადიმერ პუტინს, რომელიც ცდილობს "ცივი ომის ტაქტიკის გამოყენებით მოახდინოს გერმანიის დესტაბილიზაცია".
როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნულის გამოძიება მერკელმა პირად კონტროლზე აიყვანა.